"ქალების მარში" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციები 21 იანვარს სხვადასხვა კონტინენტზე, მსოფლიოს რამდენიმე ასეულ ქალაქში გაიმართა. თუმცა აქციები განსაკუთრებით მასშტაბური იყო ამერიკის შეერთებული შტატებში, უფრო კი დედაქალაქში, სადაც 20 იანვარს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა. ქალების საპროტესტო აქციები სწორედ ამ სახელწოდებით "ქალების მარში ვაშინგტონისკენ" დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ მსოფლიომ მეტი გაიგოს ქალთა უფლებებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების შესახებ, რომელთაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ახალარჩეული პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში.
"გვინდა ახალმა პრეზიდენტმა გაიგონოს ჩვენი ხმა და მოისმინოს მათი აზრი, ვინც მას არ ეთანხმება", - ამბობდნენ აქციის ორგანიზატორები და სიტყვით გამომსვლელები.
საპროტესტო აქციები ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინაუგურაციის დღესაც მოეწყო. ამერიკის რამდენიმე შტატში დემონსტრაციებისას ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ქალების აქციას კი ინაუგურაციის მეორე დღეს სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ასევე საპროტესტო აქციებით შეუერთდნენ, რომლებიც ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე თუ ამერიკის საელჩოების შენობებთან გაიმართა. სხვადასხვა ქვეყანაში აქციების მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან დონალდ ტრამპის სექსისტურ გამონათქვამებს და მის "სიძულვილით სავსე რიტორიკას", რომელიც ასეთივე პოლიტიკის მომასწავებელია და საფრთხეს უქმნის სხვადასხვა სამოქალაქო უფლების დაცვას, იქნება ეს ქალთა უფლებები, სხვადასხვა უმცირესობისა თუ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებები.
This is what democracy looks like. #WomensMarch #WhyIMarch pic.twitter.com/EjVay17UDV
— Women's March (@womensmarch) January 21, 2017
"დღეს ამ მარშს მხოლოდ ქალები არ აწყობენ, ჩვენ გვაქვს სოლიდარობის აქცია - ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ემიგრანტების, გარემოსდამცველების, დღეს ჩვენ ერთად ვაპროტესტებთ სიძულვილის პოლიტიკას" - იყო აქციების მთავარი გზავნილები ლონდონში.
It is now estimated that at least 100.000 people are participating in the #WomenMarchLondon pic.twitter.com/OoRG0MRw38
— Paperclip-News (@aerdt) January 21, 2017
მოძრაობა “ქალების მსვლელობა ვაშინგტონისკენ” ვებგვერდის თანახმად, დღეს მსოფლიოში700-მდე სოლიდარობის აქცია იმართება. მათ არაერთი მომღერალი, მსახიობი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები შეუერთდნენ.
No matter where you were today... We sent a powerful message! https://t.co/vj0j1Xvxvy #WomensMarch #WhyIMarch #WomensRightsAreHumanRights pic.twitter.com/wd8wM7D5hV
— Alicia Keys (@aliciakeys) January 21, 2017
Because women's rights are human rights. #WhyIMarch #WomensMarch #DC pic.twitter.com/A1LPqYjmWP
— Julianne Moore (@_juliannemoore) January 21, 2017
I'm so proud of my city today. #WomensMarch #STL pic.twitter.com/QIMgJmvv8J
— Antonio French (@AntonioFrench) January 21, 2017
საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისშიც. "ქალების მარში - თბილისის" მონაწილეები ამბობენ, რომ მათაც უხდებათ დისკრიმინაციულ და ძალადობრივ გარემოში ცხოვრება, სადაც ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა და სწორედ ამიტომ უერთდებიან სოლიდარობის აქციებს. "მოისმინეთ ჩვენი ხმა", "ააშენეთ ხიდები და არა კედლები" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდა.
ფოტოები: მსვლელობა ნიუ-იორკში