Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასწრაფო დახმარების ცენტრი ცოცხალი ადამიანის გარდაცვლილად დაფიქსირების ფაქტს უარყოფს

22 იანვარი, 2017 15:20

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას - ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ ცოცხალი ადამიანის გარდაცვლილად დაფიქსირების შესახებ, უარყოფს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია „ლიბერალს" მიაწოდეს.

„რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება 21:03 საათზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ გამოძახების ადგილზე -  ქუთაისში, ფხაკაძის ქუჩაზე და მივიდა 21:18 საათზე. ექიმმა შეაფასა მდგომარეობა და დააფიქსირა გარდაცვლილი მამაკაცი, 61 წლის. 23:31 საათზე, იმავე მისამართიდან, პაციენტის მდგომარეობის გადამოწმების მოტივით გამოძახება კვლავ დაფიქსირდა რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. ეკიპაჟი ადგილზე მივიდა 23:40 საათზე. დამატებით ადგილზე გავიდა ის ეკიპაჟი, რომელმაც თავდაპირველად დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მოერიდა სიტუაციის ესკალაციას, გარდაცვლილი გადაიყვანა ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავამდყოფოში, სადაც შედგა ოქმი 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტს თავდაპირველად არასწორად დაუდგინდა გარდაცვალების ფაქტი, შემდგომ კი საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა სამედიცინო დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

„ქუთაისში ელექტროსაყინულეში ჩასვენებული მამაკაცი ცოცხალი აღმოჩნდა", - ამის შესახებ ინფორმაციას KUTAISITODAY ავრცელებდა. 

მათი თქმით, შემთხვევა გუშინ გვინ ღამით, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. ოჯახში გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ მოქალაქეს გარდაცვალება დაუდგინა.

„ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი მოქალაქე ელექტროსაყინულეში გაადასვენეს, ხოლო ოჯახის წევრმა შეამჩნია, რომ აღნიშული საყინულე დაიორთქლა.

„ავხადეთ თავი და მოქალაქე გარდაცვილი არ აღმოჩნდა“. ადგილზე კიდევ ერთი ბრიგადაი იქნა გამოძახებული, რომელმაც აღნიშნული პიროვნება ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ განყოფილებაში სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით იქნა გადაყვანილი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებოდა.

მოქალაქეს გადაუდებელი სამედიცონო დახმარება მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა, რომელიც რამდენიმე საათის უკან ფატალურად დასრულდა", - წერს ადგილობრივი გამოცემა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^