საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს. სერგო რატიანის თქმით, ამის შესახებ განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტში არ მოვიდა კახა კალაძე, პარასკევს მოვითხოვეთ პოლიტიკური დებატები „გაზპრომის” თემასთან დაკავშირებით, რათა უმრავლესობამ გასცეს კითხვებს პასუხი, თუ რატომ მოაწერა ხელისუფლებამ ხელი ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებას." - განაცხადა რატიანმა.