დონალდ ტრამპმა კვირას განაცხდა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს, გადახედოს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას კანადასა და მექსიკასთან.
ტრამპის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აუცილებლად გადახედავდა ამ 23-წლიანი შეთანხმების პირობებს და იმ შემთხვევაში, თუ კანადა და მექსიკა ანალოგიურ გზას არ მიმართავდნენ, აშშ უარს იტყოდა თავის ვალდებულებებზე.
პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილია შეხვედრები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან.
თეთრი სახლის ინფორმაციით, მექსიკის პრეზიდენტისა და ტრამპის შეხვედრა 31 იანვრისთვისაა დაგეგმილი.