Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაქორწინებულთა დახმარების პროგრამა დისკრიმინაციულია

23 იანვარი, 2017 14:52

ახალდაქორწინებულთა დახმარების შესახებ ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის პროგრამას, რომელიც 150-ლარიანი დახმარების გაცემის წინაპირობად მეუღლე მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციას განსაზღვრავს, ომბუდსმენი დისკრიმინაციულად აფასებს. 

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების წახალისების მიზნით ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვისათვის ახალდაქორწინებულ წყვილს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლე მამაკაცის რეგისტრაცია ბორჯომში.

„სახალხო დამცველი არ შეაფასებს თავად პროგრამის მიზანშეწონილობას და აცნობიერებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა ფინანსურ წახალისებას ემსახურებოდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციულია ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიმართ, რამდენადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათი რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი განაპირობებს მსგავს განსხვავებული მოპყრობას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მსგავსი მოთხოვნა, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში და კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ. 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული  დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^