Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: მანანა კობახიძის დასახელება საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს დააზიანებს

23 იანვარი, 2017 15:28

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საკონსტიტუციუო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ თანამდებობაზე მისი არჩევა დააზიანებს სასამართლსო ავტორიტეტსა და საზოგადოების ნდობას მის მიმართ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშული  კანდიდატურა ასაკობრივი ცენზისა და პროფესიული განათლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, თუმცა ხელისუფლების მიერ მისი არჩევა დამაზიანებელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის შემდეგი გარემოების გათვალისწინებით:

  • საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე- სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.

  • მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო  ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ან გასაჩივრდება მომავალში.  ამასთან, იგი საზოგადოებაში აღიქმება როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი, ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა, საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტს და შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას.

  • გარდა პოლიტიკური მიკერძოებისა, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითეული მოსამართლისთვის. 2010 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ “შეიძლება სულაც არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს”.  მსგავსი მოსაზრებები მანანა კობახიძეს დაფიქსირებული აქვს შემდგომ ინტერვიუებშიც. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე მხარს უჭერდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ასევე ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

  • აღსანიშნავია, რომ მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერეთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულსაქმეში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ.

„ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელება, აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების  ინსტიტუციურ განვითარებას. მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მის კანდიდატურას" - ნათქვამია TI-ის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^