Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმცირესობა: გიორგი ცერცვაძის საქმეში ხელისუფლების მხრიდან ღალატის ნიშნები იკვეთება

23 იანვარი, 2017 17:53

საპარლამენტო უმცირესობა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე გამოძიების 319-ე მუხლით დაიწყებას მოითხოვს, რომელიც უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას შეეხება. „ევროპულ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ საქმეში აშკარად იკვეთება ღალატის ნიშნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვთქვამთ აღშფოთებას ქართველი ჯარისკაცის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილისა და ჩვენი მოძმე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის მებრძოლის უკრაინაში დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ამ საქმეში აშაკარად იკვეთება ღალატის ნიშნები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. გასარკვევია, ვინ გადასცა ძალოვანი უწყებების მხრიდან ოკუპანტ ქვეყანას ცერცვაძის პირადი მონაცემები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებსა და მათ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით კი ქვეყნისათვის თავდადებული მებრძოლების სიცოცხლისა და თავისუფლების გაფრთხილება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობა - ევროპული საქართველო:

1. დღესვე უგზავნის წერილს უკრაინის შესაბამის უწყებებს გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის არ გადაცემის მოთხოვნით და საპარლამენტო უმცირესობის ყველა დეპუტატი თავდებში უდგება მას. ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა დეპუტატს, რათა შემოუერთდნენ ჩვენს მოწოდებას და მოაწერონ ხელი აღნიშნულ წერილს.
2. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისაგან, გააკეთონ განმარტება თუ როგორ აღმოჩნდა გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებული ინფორმაცია რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელში.
3. ამ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით
4. მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივ მოსვლას პარლამენტში და კონკრეტული პასუხების გაცემას ამ საქმეზე.
5. მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარება გიორგი ცერცვაძეს.
6. საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ ითანამშრომლოს ცერცვაძის ადვოკატთან და მიმართოს ევროსასამართლოს და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, რათა დაიბლოკოს ცერცვაძის ექსტრადიცია უკრაინიდან რუსეთში".

საქართველოს პროკურატურაში, ისევე როგორც შსს-ში აცხადებენ, რომ ცერცვაძის საქმეზე უცხო ქვეყნის ორგანოებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^