Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუცნაშვილი: სუიციდიზმი ყველა რელიგიაში დიდ დანაშაულად ითვლება

24 იანვარი, 2017 14:43

„ადამიანის მოკვდინება, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, არის დანაშაული, რადგან სუიციდიზმი, როგორც ასეთი, და სხვა ადამიანის მოკვდინება, როგორც ასეთი, რელიგიური თვალსაზრისით, ყველა რელიგიაში რაც კი მსოფლიოში არსებობს, დიდ ცოცდვად, დიდ დანაშაულად ითვლება“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე რწმენის თავისუფლებაზე საუბრის დროს განაცხადა.

მან ისაუბრა სამი მიმართულებით, რაც, მისი განმარტებით, რწმენის თავისუფლებას როგორც ღირებულებას ისე ასახავს. მან ყურადღება გაამახვილა ოჯახზე, 21-ე საუკუნის „ახალ და ძალადობრივ დანაშაულზე“ და „შაჰიდიზმზე, რომელიც ტერორიზმის ყველაზე აგრესიული ფორმაა“.

მისი თქმით, კავკასიელებისგან განსხვავებით, „ევროპელების უპირატესობა ის არის, რომ მათ საქორწინო ხელშეკრულება აქვთ შემოღებული, რომელიც ოჯახის სიმტკიცის დამატებითი გარანტია“, მართლმადიდებელ ქრისტიანებს კი - და არა მარტო - „საოჯახო ქორწინების ტრადიცია გვაქვს, რაც ოჯახის სიმტკიცის თვალსაზრისით დამაბალანსებელია და ეს არის ჯვრისწერის საიდუმლო“.

მისი თქმით, თანამედროვე საზოგადოებაში ძალიან ბევრი განსხვავება წარმოიშვა და ისინი „იმდენად დიდია თავისუფალი კაპიტალის ბაზრის პირობებში, რომ საზღვრის დაჭერა, ვინ ითვლება მდიდრად და ვინ - ღარიბად, უკვე ძალიან ძნელია, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში უამრავი საზომი არსებობს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე ჩავთვალოთ შეძლებულად და რომელი ქვეყნის მოქალაქე - ღარიბად“.

ქუცნაშვილის გამოსვლას რელიგიის საკითხთა სააგენტოს ღონისძიებაზე, „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რწმენა ეს არის ის ღირებულება, რომელსაც მთელ მსოფლიოში, ყველა საზოგადოება აღიარებს როგორც ფასეულობას და იცავს თავისი კანონმდებლობით. მაგრამ ჩვენ ხშრად გვიჭირს, გადავიტანოთ რელიგიური ღირებულებების დაცვის მნიშვნელობა საერო ცხოვრებაში და ხშირ შემთვევაში, რწმენის თავისუფლება და მისი დაცვის ვალდებულება რჩება ადამაიანის ინდივიდუალურ დამსახურებაში, როგორც პირადი და არა საზოგადოებრივი.

ვეცდები, მოკლე ხედვა წარმოვადგინო, რამდენად ღირებულია ჩვენთვის რწმენის თავისუფლება არამარტო  როგორც რწმენის თავისუფლების აქტი, არამედ როგორც ღირებულება, რომელიც უნდა დავიცვათ.

ეს მინდა დაგანახოთ სამი მიმართულებით, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ესაა: ოჯახი, დანაშაული და 21-ე საუკუნის ახალი და ძალადობრივი დანაშაული, ტერორიზმის ყველაზე აგრესიული ფორმა შაჰიდიზმი.

ოჯახის თემიდან დავიწყებ - ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ერთ-ერთი შემადგენელია. მაგრამ ეს მთავარი შემადგენელი ყოელთვის განიცდის საზოგადოების მსგავსად გამოწვევებს და ხშირ შემთხვევაში, ოჯახის სიმტკიცის დაცვის გარანტია ირღვევა ხოლმე.

ევროპელებს, განსახვავებით კავკასიელებისგან, აქვთ ერთი უპირატესობა, შემოღებული აქვთ საქორწინო ხელშეკრულება, როგორც ოჯახის სიმტკიცის დამატებითი გარანტია, სადაც უკვე ტრადიციის დონეზეა დამტკიცებული ხელშეკრულების დადება ცოლსა და ქმარს შორის და მეუღლეთა უფლებამოვალეობების ქაღალდზე დაწერილი ფორმით გადატანა.

ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს და არა მარტო, ბევრი სხვა კონფესიის მიმდევარ ხალხს, არ გვაქვს საოჯახო ქორწინების ტრადიცია და ერთადერთი მთავარი დამბალანსებელი, რაც არის ოჯახის სიმტკიცის თვალსაზრისით, ეს არის ჯვრისწერის საიდუმლო, რომელიც რჩება ყველაზე მთავარ შემაკავებელ ფაქტორად ოჯახის სიმტკიცის დაცვის საქმეში. და ვინც რწმენით და სიყვარულით ქმნის ოჯახს, დამეთანხმება, რომ ჯვრისწერის საიდუმლოს სიწმინდე ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც, მათ შორის თანამედროვე საზოგადოებაში, ასრულებს ერთ-ერთ მთავარ შემაკავებელ მაბალანსებელ ფაქტორს.

მეორე, - დანაშაული. თანამედროვე ცხოვრებამ წარმოშვა ძალიან ბევრი განსხვავება, მათ შორის, შემოსავლების ოდენობაში, შრომის ანაზღაურებაში, შრომით კარიერაში, წარმატების მიღწევასა და ა.შ. განსხვავებები იმდენად დიდია თავისუფალი კაპიტალის ბაზრის პირობებში, რომ უკვე განსხვავების საზღვრის დაჭერა, ვინ ითვლება მდიდრად და ვინ ღარიბად, უკვე ძნელია, ძალიან ძნელია იმიტომ, რომ თანამედროვე საზოგადოებაში უამრავი საზომი არსებობს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ჩავთვალოთ შეძლებულად, რომელი ქვეყნის მოქალაქე -  ღარიბად.

ეს დიდი განსხავავებების განწყობა ახალისებს საზოგადოებაში განცდებს, როგორიცაა  მომხვეჭველობა, სიძულვილი, შური, ამპარტავნობა. ეს არის ის მასაზრდოებელი წყაროები, რაც დანაშაულს სოციალურად კვებასვს.

და რელიგია, როგორც ღირებულება, ჩვენთვის რჩება  ერთ-ერთ მთვარ ინსტრუმენტად, რომ ამ მთავარი მკვებავი წყაროების ნაწილში ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ შური, ძალადობა, ამპარტავნობა, არ შეიძლება იქცეს ადმაიანის ცხოვრების მიზნად იმისთვის, რომ ეს განსხვავება შეამციროს ან ჩამორჩენილობა დაძლიოს.

დაბოლოს, შაჰიდიზმი, როგორც ტერორიზმის ყველაზე აგრესიული ფორმა, რომელმაც თავისი აგრესიულობით გადააჭარბა კამიკაძეობას, როგორც მეოცე საუკუნის ასევე ყველაზე, ზოგიერთისთვის თავდადებულ ზოგიერთისთვის კი ტერორისტული აქტის გამოვლინებას და თანამედროვე საზოგადოება ფაქტობრივად უძლურნი ვართ შაჰიდიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

აქაც დავსვამდი რელიგიის განსაკუთრებულობის როლს ამ საკითხში, რომ ავუხსნათ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უმძიმეს დანაშაულს ჩადის, რომ სხვა ადამიანის მოკვდინება, თუნდაც თავისი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, ეს არის დანაშაული, რადგან სუიციდიზმი, როგორც ასეთი, და სხვა ადამიანის მოკვდინება როგორც ასეთი, რელიგიური თვალსაზრისით ითვლება ყველა რელიგიაში, რაც კი მსოფლიოში არსებობს, დიდ ცოდვად, დიდ დანაშაულად.

ამიტომ, ჩვენი, საერო პირების მოვალეობაა, რწმენა ვაქციოთ იმ ღირებულებად, რომელსაც დავიცავთ საზოგადოებრიც ცხოვრებაში, მის ყველა ასპექტში“ - თქვა ქუცნაშვილმა.

რელიგიის სააგენტომ დღეს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტები და ამ პროექტების ფარგლებში გამოცემული წიგნები წარმოადგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^