ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია, საინიციატივო ჯგუფის წევრებს 3 დღის წინ შეხვდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებს სურთ 18 მაისი საქართველოში ეროვნული სამოსის დღედ გამოცხადდეს.
ჯგუფის წევრების თქმით, 18 მაისი საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის ხელსაყრელი იქნება. ზაზა გაბუნია მხარს უჭერს ჯგუფის ინიციატივას
“მივესალმები და მხარს ვუჭერ აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ულამაზესი და გამორჩეული ეროვნული სამოსი და ამ დღის დაწესებით ჩვენ ყველასთვის თვალსაჩინოდ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ. იგივე რამ დიდი ხნის წინ ევროპის ბევრმა სახელმწიფომ გააკეთა, ბევრმა დააწესა ეროვნული სამოსის დღე და ეს აღნიშნული სახელმწიფოების ერთგვარ ბრენდადაც კი იქცა, რაც აისახება მათ შორის ქვეყნის მიმართ ტურისტულ ინტერესზეც", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ