Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: ახალგაზრდების 30%-ს სჯერა, რომ EU-ს წევრობა საფრთხეს შეუქმნის ქართულ იდენტობას

24 იანვარი, 2017 17:46

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა, რესპონდენტების 30%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა საფრთხეს შეუქმნის ქართულ იდენტობას.

ახალგაზრდების 74% მხარს უჭერს ევრკავშირთან ინტეგრაციას, მაგრამ თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების შეხედულებები განსხვავდება სოფელში მცხოვრებთაგან: თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 80%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, მაშინ, როცა სოფელში ეს მაჩვენებელი არის 66%.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 52%-ს სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის არასასურველი შედეგი შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან აგრესიის ზრდა, რაც შეიძლება კონფლიქტური რეგიონების სრული დაკარგვით დასრულდეს. ახალგაზრდების 45%-ს სჯერა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოიწვევს ქვეყნიდან ახალგაზრდების და განსაკუთრებით ინტელექტუალური რესურსების გადინებას.

რაც შეეხება NATO-ს, მასში საქართველოს ინტეგრაციას მხარს 68% უჭერს. ნატოსთან ახლო კავშირი ნაკლებად სასურველია სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (60%), მაშინ როცა მათი რიცხვი, ვინც მხარს უჭერს ამ პროცესს, შედარებით მაღალია თბილისსა და სხვა ქალაქებში (73%).

ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი მოსალოდნელი საფრთხე რუსეთის აგრესიის ზრდაა. ახალგაზრდების 92%-ს სჯერა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს.

ქართველ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია პოტენციურად გაზრდის ქართველი ჯარისკაცების დანაკარგს ნატოს სამხედრო ოპერაციებში (85%).

კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია.

კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. აღნიშნული კვლევა სათავეს იღებს შელის ახალგაზრდული კვლვისგან (Shell Youth Study), რომელიც პერიოდულად ტარდებოდა გერმანიაში 1953 წლიდან მოყოლებული და კვლევის ავტორების განცხადებით, ითვლება რომ წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს საზოგადოების შუალედური განვითარების კუთხით. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^