ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა, ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა ღმერთის არსებობის (97%); ასევე, 80%-ს სჯერა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის, ამავდროულად შედარებით ნაკლებ წილს სჯერა იმის, რომ მორალური ნორმები და მოვალეობები ღმერთისგან მომდინარეობს (75%).
კვლევის თანახმად, ამ ასაკობრივი აკტეგორიის ახალგაზრდების 91%-ს სჯერა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა.
„ყოველი მეორე რესპონდენტი აცხადებს, რომ ლოცულობს რეგულარულად ან ხშირად (48%), ხოლო 33% ესწრება რელიგიურ სერვისებს რეგულარულად ან ხშირად. შედარებით მცირე ნაწილი რესპონდეტებისა მარხულობს (18%), თუმცა ყველაზე ნაკლებად გავრცელებული პრაქტიკა აღსარების ჩაბარებაა (16%)" - ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, კვლევის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს შორის, ახალგაზრდების უმრავლესობა ასახელებს ღმერთისადმი რწმენას (90%).
კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია.
კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. აღნიშნული კვლევა სათავეს იღებს შელის ახალგაზრდული კვლვისგან (Shell Youth Study), რომელიც პერიოდულად ტარდებოდა გერმანიაში 1953 წლიდან მოყოლებული და კვლევის ავტორების განცხადებით, ითვლება რომ წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს საზოგადოების შუალედური განვითარების კუთხით. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა.