Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა მანდატურისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

26 იანვარი, 2017 18:09

როგორც პროკურატურის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, ისინი არ ეთანხმებიან არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებული მანდატურისთვის გირაოს შეფარდებას და ამ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.

სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გამოიყენა საპატიმრო გირაო, ანუ მანდატური საპატიმროში გირაოს გადახდამდე დარჩება. 

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით, 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის #1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^