Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპი: თუკი მექსიკა კედლის დაფინანსებაზე უარს იტყვის, სჯობს, დაგეგმილი შეხვედრა გავაუქმოთ

26 იანვარი, 2017 18:26

თუკი მექსიკა კედლის საკუთარი სახსრებით აშენებაზე უარს იტყვის,  ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს არ შეხვდება - შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა.

„აშშ-ს მექსიკასთან 60 მლრდ დოლარის სავაჭრო დეფიციტი აქვს. ჩრდილოამერიკული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების (NAFTA) ამოქმედებისთანავე ეს ცალმხრივი ხელშეკრულება იყო, რომელმაც უამრავი კომპანიისა და სამუშაო ადგილის გაქრობა გამოიწვია. იმ შემთხვევაში, თუკი მექსიკა არ დააფინანსებს კედელს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, უმჯობესია, მომავალი შეხვედრა გავაუქმოთ" - წერს ტრამპი ტვიტერზე. 



მექსიკის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ კედლის აშენებას მექსიკა არ დააფინანსებს. 

მან განაცხადა, რომ დაელოდებ შეხვედრას, რომელიც შემდეგ კვირას უნდა გაიმართოს დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან; ასევე უნდა შეხვდეს მექსიკის კანონმდებლებს, შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე. მანამდე კი სამთავრობო უწყებებს  ემიგრანტების დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

ტრამპის განცხადებით მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა მალე დაიწყება.

ექსპერტების შეფასებით, კედელი, რომლის აშენებასაც დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან აპირებს, დაახლოებით 31 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^