Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიმართვა სერგეენკოს: თქვენი გამოსვლის მერე ფსიქიატრებისადმი დამოკიდებულებას საფრთხე დაემუქრა

30 იანვარი, 2017 15:36

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება" საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ მინისტრის ხელთ არსებული მონიტორინგის მონაცემები დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ 2017 წლის 24 იანვარს პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ აღნიშნავთ, რომ „მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ“. 

მოგახსენებთ, რომ ფსიქიატრიის მიმართ ზოგადად და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცნობილი მოვლენების გამო, საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია. ჩვენს სპეციალობაში პაციენტის ნდობის მოპოვება და ნებაყოფლობით მისი მკურნალობის პროცესში ჩართვა უაღრესად რთულია და მედპერსონალის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ახალი ტიპის განყოფილებების შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ეს დამოკიდებულება, ვინაიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს გაუჩნდა განცდა, რომ მას არა როგორც სოციალურად საშიშ, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე პირს ისე ექცევიან და თავად შეუძლია განსაზღვროს როდის მივიდეს სტაციონარში და როდის გაეწეროს. დაინახა, რომ არავინ აპირებს მის გამომწყვდევას გისოსებიან იზოლატორში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარებისთვის. 

თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები. 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთარსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^