Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე მინისტრმა „იუნესკოში“ წერილი გაგზავნა

30 იანვარი, 2017 16:15

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით „იუნესკოში“  გაიგზავნა წერილი, რომელშიც ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე საერთაშორისო ყურადღებას მოითხოვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ეს არის ძალიან მწვავე საკითხი და ამ საკითხებზე ყოველთვის ხდება შესაბამისი რეაგირება. ამჯერადაც, რამდენიმე დღის წინ ჩემი სახელით გაიგზავნა „იუნესკოში“ წერილი, რომლითან ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ საერთაშორისო ყურადღებას და ამ მიმართულებით მხარდაჭერას, რათა აღიკვეთოს ყველა ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ძალიან სავალალო მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ რეგიონებში, ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 

10 იანვარს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლების განადგურებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და სოფელ წებელდაში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს განადგურების ფაქტს შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიმართ რეაგირება მოითხოვა. 

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს განადგურების შესახებ საქართველოს საპატრიარქომაც განაცხადა. 14 იანვარს საპატრიარქომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების ჩარევით უზრუნველყონ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^