Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

31 იანვარი, 2017 13:57

დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი სალი იეთსი თანამდებობიდან  მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან უარი განაცხადა ტრამპის იმიგრაციის შესახებ განკარგულების შესრულებაზე.

სალი იეთსი ამბობს, რომ არ იყო დარწმუნებული პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებაში. მან იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სასამართლოში არ დაეცვათ ტრამპის მიერ გამოცემული საიმიგრაციო განკარგულება.

აღნიშნული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომ იეთსი გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან. თეთრი სახლის  ინფორმაციით, სალი იეთსი ბარაკ ობამას გუნდის წევრი იყო. 

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დროებით ვირჯინიის შტატის პროკურორი დანა ბოენტე დაინიშნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^