Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალ-დემოკრატები გადასახადის შემოღება-გაზრდისთვის რეფერენდუმის აუცილებლობის გაუქმებას ითხოვენ

31 იანვარი, 2017 15:09

„სოციალ-დემოკრატები" კონსტიტუციიდან იმ მუხლის (94-ე მუხლის) ამოღებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება ან არსებული გადასახადის ზრდა მთავრობის მიერ დანიშნული რეფენდუმით არის შესაძლებელი. აღნიშნული მოთხოვნით პრესკონფერენცია ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიამა გამართა. ჟორჟოლიანის თქმით, შესაბამისი ცვლილებები „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონშიც უნდა შევიდეს. 

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებისა და პასუხისმგებლობის მოხსნისკენ ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, პოლიტიკას არ განსაზღვრავს და ზოგად ვითარებას ბაზრის უხილავ ხელს მიანდობს, რისი მოწმეც 25 წელია ვართ. ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს!“, - განუცხადა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონის მიხედვით, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადია: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი, იმპორტის გადასახადი, აქციზი (აქციზს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება).

კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^