ბრძანებას, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან იცავდა დასაქმებულებს, ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, 2014 წელს მოაწერა ხელი. თეთრის სახლის 31 იანვრის განცხადების მიხედვით, აღნიშნული ბრძანება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც ძალაში დარჩება.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს განსაზღვრული აქვს, რომ დაიცვას ყველა ამერიკელის უფლება, მათ შორის ლგბტქ ადამიანების. 2014 წელს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ დასაქმებულ ლგბტქ ადამიანებს იცავს დისკრიმინაციისგან, უცვლელი დარჩება.