Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხელაშვილი უვიზო მიმოსვლაზე: ეს სარგებელი ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვის

02 თებერვალი, 2017 12:59

„უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ჩვენი ამოცანაა, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად (რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა) ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს არა მხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ძალიან ბევრი სხვა სარგებელიც ახლავს და ვფიქრობ, აუცილებლად იქნება ძალიან მიმზიდველი და საინტერესო“.- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 
მისივე განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საინფორმაციო კამპანიასაც გეგმავენ:
„უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის მქონე პირებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები. ვაპირებთ კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაცია ისედაც ვრცელდება ორივე რეგიონში, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მათთვის გასაგებ ენაზე კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გავხადოთ პროცედურული დეტალები და ეს მალე ხელმისაწვდომი გახდება“,.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^