Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემზარ კვიციანი - კარგი იქნება, თუ ახლა რუსეთიც ევროპის ჯინაზე ვიზებს გააუქმებს

02 თებერვალი, 2017 16:45

კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წევრმა ემზარ კვიციანმა განუცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მიღებაში მონაწილეობდა. 

„გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. მე მას ტაში დავუკარი და გამიხარდა. გამიხარდა ის, რომ ბავშვები, მშობლებთან ათეული წლები სკაიპით რომ საუბრობენ და მშობლებისათვის სკაიპთან რომ იზრდებიან, დაბრუნდებიან და სამუშაოდ უკან წასვლას შეძლებენ. თუკი ეს ასე იქნება, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი იქნება, თუკი ახლა რუსეთიც ადგება და ევროპის ჯინაზე ისიც გააუქმებს ვიზებს. ეს ძალიან მაგარი იქნება. ვიქნებით საერთოდ ირგვლივ თავისუფალი - სადაც გინდა წადი და მოდი. მიხარია!“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ემზარ კვიციანმა. 

აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით;

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

რა დაგვჭირდება უვიზო მიმოსვლისთვის - ყველაფერი, რაც გამგზავრებამდე უნდა ვიცოდეთ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^