როგორც "ლიბერალს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით".
პროკურატურის პრესსამახურში განგვიცხადეს: "საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბ.ალავიძის და პ.ქათამაძის განცხადებისა და სასამართლოს მომართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ხსენებული მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპისათვის გამოძიების მიერ ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიება გრძელდება ინტენსიურ რეჟიმში. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას".
რამდენიმე წუთის წინ კი რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ზეწოლა რუსთავი 2-ის მიმდინარე საქმეს უკავშირდება:
ვინ არიან ხსენებული მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე
2011 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
დაიბადა 1976 წლის 25 ივნისს, ზესტაფონის რაიონში.
1993 წელს დაამთავრა ზესტაფონის #1 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
პარალელურად სწავლობდა და 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში სოციალური ფსიქოლოგიის განხრით.
სამუშაო გამოცდილება:
1999-2005 წლებში მუშაობდა შსს იურიდიულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2005-2006 წლებში მუშაობდა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსის მოადგილისა და ამავე სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.
2006-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსად.
2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პაატა ქათამაძე
2010 წლის 18 ივნისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
დაიბადა 1966 წლის 11 ივნისს ქ. ზესტაფონში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
1986-1993 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1983-1984 – ,,საქსოფდამზადების“ გარდაბნის სამეურნეობათშორისო რაიონული გაერთიანება – იურიდიული განყოფილების პრეტენზიონისტი;
1987-1992 – სქართველოს შსს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური;
1995-1997 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორის ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტი – თავმჯდომარის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში;
1998-2000 – სქართველოს სახალხო დამცველის აპარატი –სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში;
1995-2000 – ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტი –იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი;
1997-2001 – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი;
2000-2002 – საქართველოს პარლამენტის გადასახდებისა და შემოსავლების კომიტეტი – მთავარი სპეციალისტი;
2001-2003 – საქართველოს იურისტთა ასოციაცია - ადვოკატი;
8.05.2003 – 01.07.2005 - ხარაგაულის რაიონული სასამართლო – მოსამართლე;
01.07.05 – 20.02.06 – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - მოსამართლე;
20.02.2006 - 18.06.10 – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – მოსამართლე.
ფლობს რუსულ ენას თავისუფლად, ფრანგულს - საშუალოდ.