
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოს თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
„ქ.თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 13/003) არსებული 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №01.16.02.013.005) სსიპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/კ.: 204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს - №04/687 - 17.01.2017)" - ასე ეწოდება საკითხს, რომელსაც, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, კენჭისყრის დროს საკითხს დეპუტატებმა მხარი თითქმის ერთხმად დაუჭირეს. წინადადების წინააღმდეგ მხოლოდ „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დეპუტატები გამოვიდნენ.