Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემებს არ ვხურავთ!

03 თებერვალი, 2017 22:56

„მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!" - ამის შესახებ საზოგაოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

მაღლაფერიძს განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.
შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?! თუ არ ვთქვით, ამის გარეშე არც მოწონება გამოვა და არც არმოწონება!
ჩვენ კი ჯერ არაფერი გვითქვამს, ვემზადებით ორშაბათისთვის!
მაგრამ არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ!
საიდან იციან, არ არც მათ იციან, არც ვინმე სხვამ, მაგრამ იციან! სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, ამათმა კი იციან, რომ ყველაფერი იციან!
და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ - წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ - იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!
დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!
თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!".

„კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა" - ამის შესახებ განცხადება კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის" დღეს გაავრცელა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან სამოშაო შეხვედრის გამართვას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ბორდის წევრებმა „ლიბერალს" განუცხადეს, რომ ორშაბათს სამეურვეო საბჭოსთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გენერალურმა დირექტორმა გააუქმა. 

„სამეურვეო საბჭოს აპარატიდან მივიღე წერილი რომ ორშაბათის სამუშაო შეხვედრა გაუქმებულია, მიზეზის შესახებ არაფერი მოუწერიათ. იმის ნაცვლად რომ ჩაეტარებინათ ღია შეხვედრა და საჯარო გაეხადათ თავიანთი გეგმა რომ საზოგადოებას, საბჭოს წევრებს და მე პირადად მიმეღო სრული ინფორმაცია, გააუქმეს შეხვედრა და დატოვეს ისევ გაუგებრობა.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ქეთევან მსხილაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^