Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ზაუტაშვილი: ხვალ, 12 საათზე გაირკვევა რა რეჟიმში ვიმუშავებთ

05 თებერვალი, 2017 18:55

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადაცემა "რეალური სივრცის" მხარდასაჭერი აქცია იმართება.

ტელევიზიის წინ შეკრებილებს მიმართა გადაცემის წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა, მისი თქმით, ის საბრძოლო განწყობაზეა:

"მადლობას მოგახსენებთ მთელი გუნდის სახელით. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გადაცემა მე კი არ მჭირდება, არამედ ყველა ჩვენგანისთვის საჭიროა, ამიტომ გთხოვთ ვიყოთ ყურადღებით, ხვალ 12 საათზე გაირკვევა რა რეჟიმში ვიმუშავებთ თქვენთვის. ვარ სრულიად საბრძოლო განწყობზე, რათა  "რეალური სივრცემ" გააგრძელოს საქმიანობა". - თქვა ნინო ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 12 საათზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენარალური დირექტორი მედიას შეხვდება და ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარუდგენს. ორი დღის წინ კი ვასილ მაღლაფერიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გადაცემების დახურვა არ იგეგმება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^