Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საინფორმაციოს გარდა ყველა გადაცემის შეჩერება - მაღლაფერიძის ვერსია კრიზისიდან გამოსასვლელად

06 თებერვალი, 2017 12:36

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების 2017-2019 წლების გეგმა წარმოადგინა და კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მაღლაფერიძის პრეზენტაციის მიხედვით, კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ ნაბიჯებს შორისაა: ტექნიკური საშუალებიდან გამომდინარე, მაუწყებლის ყველა პრატფორმაზე ყველა გადაცემისა და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვების გარდა);

თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია;

გამოთავისუფლებული თანხის მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად;

მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე  გადასვლა;

მისი თქმით, აღნიშნული გეგმა მათ სადისკუსიოდ გამოაქვთ და გადაწყვეტილებას არ იღებენ.

„ეს არის გარკვეულწილად საექსპერტო შემოთავაზება, იმიტომ რომ ჩვენ სხვა თანხა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ის 39 მილიონი, ამ 39 მილიონით უნდა შევძლოთ ყველა იმ ამოცანის გადაჭრა, გადაიარაღება, ოფისები, არქივი, და ა.შ. და ამავე დროს განვითარება“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი. მისივე თქმით, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაახლობით დაიხარჯება 45 მილიონი.

„საჭიროა ფინანსები, ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას. ამისთვის საჭიროა, 2018 წლამდე, დროებით შევაჩერეოთ გადაცემები, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა; ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარებს, რომ წარმოადგინონ საკუთარი რეკომენდაციები, თავიანთი საექსპერტო დასკვნები [დაინტერესებულმა პირებმა] ... თუ ვთანხმდებით, რომ კრიზისში ვართ, მე სიამოვნებით მოვისმენ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ და ამ არსებულ თანხაში ყველაფრის კეთება გავაგრძელოთ. ამავდროულად როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასი და როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ საოცარ პროექტს სიამოვნებით მოვისმენდი“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^