Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასილ მაღლაფერიძემ „რეალურ სივრცესთან" დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა

06 თებერვალი, 2017 13:42

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ კონკრეტულად გადაცემა „რეალურ სივრცესთან" დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე შეკითხვას არ უპასუხა.

შეკითხვაზე, თუ რა გეგმები აქვთ ამ კონკრეტულ გადაცემასთან მიმართებით, რამდენი თვით ჩერდება ის და ა.შ. მაღლაფერიძემ ჟურნალისტს უპასუხა, რომ „თუ თქვენ ამ პრეზენტაციის მერე მაინც დაგრჩათ კითხვები „რეალურ სივრცესთან" დაკავშირებით, ალბათ, გვიან მოხვედით და ვერ გამიგეთ, მე სულ სხვა თემაზე ვისაუბრე".

დღეს გამართულ პრესკონფერენციზე, მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების 2017-2019 წლების გეგმა წარმოადგინა და კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მაღლაფერიძის პრეზენტაციის მიხედვით, კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ ნაბიჯებს შორისაა: ტექნიკური საშუალებიდან გამომდინარე, მაუწყებლის ყველა პრატფორმაზე ყველა გადაცემისა და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვების გარდა);

„მე გეუბნებით, რომ ტელევიზიას სჭირდება მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება, რომელიც არის სავალალო მდგომარეობაში... ამისთვის ერთადერთი რესურსი არის შიდა რესურსი, სხვა თანხა არაა. ამიტომ ჩვენ მოვნახეთ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი შემოთავაზება [საინფორმაციოს გარდა ყველა გადაცემის შეჩერება], თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის სხვა გზა, კი ბატონო, ჩვენ ამას მოვისმენთ, გაიხსნა ეს დიალოგი", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, კონკრეტული გადაცემის არც დახურვაზე და არც გახსნაზე საუბარი არ ყოფილა. 

„თქვენ ახლა მეკითხებით იმ ცრუ აჟიოტაჟზე, რომელიც იყო სოციალურ ქსელში ატეხილი... „რეალურ სივრცეზე" ცალკე საუბარი უბრალოდ არ ყოფილა", - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აღნიშნული გეგმა არის მათი ვერსია, თუ როგორ უნდა გამოვიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ის მათ სადისკუსიოდ გამოაქვთ და გადაწყვეტილებას არ იღებენ.

„საჭიროა ფინანსები, ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას. ამისთვის საჭიროა, 2018 წლამდე, დროებით შევაჩერეოთ გადაცემები, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა; ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარებს, რომ წარმოადგინონ რეკომენდაციები, თავიანთი საექსპერტო დასკვნები [დაინტერესებულმა პირებმა] ... თუ ვთანხმდებით, რომ კრიზისში ვართ, მე სიამოვნებით მოვისმენ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ და ამ არსებულ თანხაში ყველაფრის კეთება გავაგრძელოთ. ამავდროულად როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასი და როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ საოცარ პროექტს სიამოვნებით მოვისმენდი“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^