Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია: წარმოდგენილი გეგმა საზმაუს სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას გამოიწვევს

06 თებერვალი, 2017 16:16

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმებთან დაკავშირებით დირექტორის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე  ერთი წლით პარალიზებას. კოალიციაში ამბობენ, რომ  შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

კოალიციის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა  ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყბელის სულ მცირე  ერთი წლით პარალიზებას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ეს  ვალდებულება და მაყურებლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ.

კოალიციისთვის სადავო არ არის მაუწყებელზე ცვლილებების საჭიროება. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები არ გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაუწყებლის პრიორიტეტები მომავალში, რა გადაცემები შეავსებს მაუწყებლის ბადეს 2018 წლიდან: რეიტინგისათვის გამიზნული მეგა შოუები თუ სადისკუსიო, ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი. ასევე გაურკვეველია, როგორ იქნება დაცული მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები მასობრივი დათხოვნის პირობებში.

კოალიცია მზად არის სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული გეგმის განხილვაში" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^