საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ირინე ბარბაქაძის საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომელშიც ის მოითხოვს, რომ სამხედრო სამსახური „დედაკაცებისთვისაც სავალდებულო გახდეს".
წინადადებაში, მოქალაქე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქალსაც და მამაკაცსაც ხელს უწყობს, პირადი შეხედულებებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი, „თუმცა დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან".
პროექტის მე-3 ქვეთავში, რომელიც დასათაურებულია, როგორც „ბრძოლის უნარი", ნათქვამია, რომ „მართლმადიდებელ-ქრისტიანობა" საქართველოში გაავრცელა დედაკაცმა წმინდა ნინომ", ხოლო „მართლმადიდებელი ქრისტიანების" დამცველი გახლდათ დედაკაცი, წმინდა შუშანიკი".
წინადადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოში დადგა ოქროს ხანა დედაკაცი მეფის წმინდა თამარის დროს".
მისივე განმარტებით, პრეზიდენტობის ხანაში საქართველოს „დედაკაცი პრეზიდენტი არ ყოლია", და „პრეზიდენტობის ხანის დროს იკარგება საქართველოს ტერიტორიების ნაწილი".
ინიციატივის მიზანი, ავტორის განმარტებით, საქართველოს ჯარის გაძლიერება, ბრძოლისუნარიანობის მომატება, ტერიტორიების დაბრუნება და გამთლიანებაა.
საკანონმდებლო წინადადება დასათაურებულია, როგორც „ჯარისქალი".