Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► პოლიცია აქციაზე - თბილისში აზოტის ქარხნის მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს

07 თებერვალი, 2017 14:45

„აზოტის ქარხნიდან" გათავისუფლებული მუშების სოლიდარობის აქცია თბილისში დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოაწყვეს. ბოლოს კი „საქართველოს ბანკის" ოფისთან შეიკრიბნენ. მათ ბანკის ხელმძღვანელობასთან უნდოდათ შეხვედრა, თუმცა უპასუხეს, რომ მენეჯერები არ იყვნენ ოფისში. 

აქცია-მსვლელობას პოლიციის ათობით თანამშრომელი მოჰყვებოდა. რამდენჯერმე გზიდან გადასვლის მოთხოვნით, მათსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. პოლიცია იცავდა „საქართველოს ბანკის" ოფისსაც და მონაწილეებს ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა. 

„აზოტის ქარხნიდან" გათავისუფლებული 30-მდე თანამშრომელიც იმყოფებოდა დღეს აქციაზე. თამარ ბუჩუკური ერთ-ერთი მათგანია. ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ქარხნიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კომპენსაციის გადახდის შესახებ საბუთს ხელი უნდა მოაწერონ:

„ზოგმა ჩვენგანმა მოაწერა, მაგრამ ბევრი არ ვართ თანახმა. არც მე. 500 ლარი თვეში, პლუს, დაკავებული საკომისიო, სრულიად შეურაცხმყოფელია. ამიტომ, ჩვენ არ დავთანხმდებით კომპანიის შემოთავაზებას და აღდგენის მოთხოვნით გავაგრძელებთ პროტესტს".

აქციები „აზოტის ქარხნის" მუშების სოლიდარობის ნიშნად ამ კვირაში აღდგება. ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^