Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფრესკო: ჩვენთან ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება

08 თებერვალი, 2017 13:24

„ეს განცხადება გადაჭარბებულია, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის გარედან მართული პროცესი... რაც წერია, რომ მონური შრომაა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება... ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება“ - ასე აფასებენ „ლიბერალთან" ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას სუპერმარკეტ „ფრესკოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი შეფასებით, „ფრესკოს“ მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება სურს, ხოლო ადამიანები, რომელთაც განცხადება გაავრცელეს და რომლებიც წესების დარღვევის გამო გაათავისუფლეს, „არ ჯდებოდნენ კომპანიის სტანდარტებში“.

„ჩვენ „ფრესკოში“ გვაქვს მოთხოვნა, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს მაღალი დონის მომსახურება. როცა მომხმარებელი შემოდიოდა, ეს ადამიანები სრულად არ სცემდნენ პასუხს მომხმარებლის შეკითხვებს, ალოდინებდნენ, არასწორად ადებდნენ ფასს პროდუქციას, რაც მომხმარებელში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. კარგად არ ემსახურებოდნენ მომხმარებელს“ - უთხრა „ლიბერალს“ „ფრესკოს“ მარკეტინგისა და საზოგადობეასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ აფრიდონიძემ.

კომპანიაში ამბობენ, რომ შრომის კანონმდებლობას სრულად იცავენ, თუმცა ადასტურებენ, რომ 12-საათიანი სამუშაო დღის არსებობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

„დიახ, შეესაბამება [სიმართლეს], არსებობს სრულგანაკვეთიანი, ნახევარგანაკვეთიანი... გააჩნია პოზიციას. 12-საათიანი, 6-საათიანი... ჩვენ სრულად ვიცავთ შრომის კოდექსს და ვინც დამატებით დღეებს მუშაობს... არ მაქვს ინფორმაცია, კვირაში რამდენსაათიანი სამუშაო გრაფიკია, უნდა გადავამოწმო“ - ამბობენ კომპანიაში.

მათი თქმით, ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება. რაც შეეხება ზოგადად გავრცელებულ განცხადებას, კომპანიის განმარტებით, მისი ავტორები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. შეკითხვაზე, რომელი ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს განცხადებიდან, კომპანიაში პასუხობენ: „ასე ზუსტად არ მახსოვს განცხადება, მაგრამ რაც წერია, რომ მონური მუშაობაა, ასეთი არაფერი ხდება. ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი გვაქვს, რაც ყველგან ხდება. თქვენი სამუშაო გრაფიკიც შეიძლება ხანდახან გადაცდეს სამუშაო დროს ხომ? ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. ამ ადამიანებს იმიტომ აქვთ პრეტენზიები, ალბათ, რომ ისინი გათავისუფლებულები არიან. მათ დარღვევები დაფიქსირებულია. ჩვენ მათ ვესაუბრეთ, თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ კიდევ მოვიდნენ და ავუხსნით“ - ამბობენ „ფრესკოში“.

რაც შეეხება დარღვევებს, რომელთა გამოც თანამშრომლები გათავისუფლდნენ, აფრიდონიძის განმარტებით, ისინი სისტემატურ დაგვიანებას, სამსახურის უმიზეზოდ და დაუსაბუთებლად, გაუფრთხილებლად გაცდენას მოიცავს.

„ჩვენთან მუშაობს დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელი. ვინც პირნათლად შეასრულა მოვალეობები, აიღეს ხელფასები. ასევე მათ, ვინც უკეთ ასრულებდა საკუთარ სამუშაოს, მიიღეს ფულადი პრემია. სხვა კომპანიებთან შედარებით ჩვენთან არის ყველაზე მაღალი ხელფასი. მათ აქვთ უფასო კვება, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძებები გვაქვს, რის შესაბამისადაც წინაურდებიან ეს ადამიანები“ - ამბობენ „ფრესკოში“.

„ფრესკოს“ თანამშრომლები სუპერმარკეტების ქსელში არსებულ შრომის პირობებზე სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებენ, რომელშიც მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

„სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით" - „ფრესკოს“ თანამშრომლები შრომის პირობებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^