Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული სიით, კობახიძის ნაცვლად პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი უნდა გახდეს

08 თებერვალი, 2017 17:00

მას შემდეგ, რაც მანანა კობახიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების" პროპორციული სიის 49-ე ნომერი ანრი ოხანაშვილი უნდა გახდეს. 

„ლიბერალის" შეკითხვაზე, დაიკავებს თუ არა იგი დეპუტატის თანამდებობას, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე პოზიციას დღეს არ აფიქსირებს და შესაბამისი ინფორმაცია ხვალ გასაჯაროვდება.

2016 წლის დეკემბერში ოხანაშვილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად დაინიშნა. 

მისი ბიოგრაფია ასეთია:

  • სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი, LL.M.-იენა, დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.
  • 2006 - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2008 - სამართალმცოდნეობის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2010 - მაგისტრი სისხლის სამართლის მიმართულებით, Magister Legum (LL.M.) - გერმანია, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
  • 2012-დან დღემდე დოქტორანტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, დეკანის თანაშემწე, სასაწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი.
  • 2008-2012 წლები - სამეცნიერო სტიპენდიატი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში:
  • სამეცნიერო სტიპენდიატი, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (DAAD-Programm „Ostpartnerschaften“, გერმანია); 
  • სამეცნიერო მკვლევარი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (გერმანია); 
  • 2008-2009 წლებში იყო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის („რუსთაველის ფონდი“) პროექტის „ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში“ სამეცნიერო შემსრულებელი. 
  • 2015 წლიდან არის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) მთავარი რედაქტორი (Schriftleiter)
  • 2008-2010 - სამეცნიერო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანულ-ქართული პროექტი სისხლის სამართალში - ფოლკსვაგენის ფონდი („VW-Stiftung“)
  • ანრი ოხანაშვილი არის ავტორი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ანგარიშებისა: „იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - ქართული და ზოგიერთი უცხოური კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი (სამართლის ჟურნალი N2 2009); „თანაამსრულებლობის დასაბუთება მოქმედებაზე ფუნქციონალური ბატონობით“ (გურამ ნაჭყებიას 75 წლისადმი მიღძვნილი საიუბილეო კრებული, 2016); „ანგარიში ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის პროფესორთა მეორე პროფესიული შეხვედრის შესახებ: „სისხლის სამართლის მეცნიერება გაერთიანებულ ევროპაში“ (ანრი ოხანაშვილი, მარიო შუტცე, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (DGStZ), 1/2016).
  • არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი, მონაწილე და მომხსენებელი. მისი კვლევის სფეროა ქართული, გერმანული, ევროპული და საერთაშორისო სისხლის სამართალი.
  • ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დეპუტატი მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. პარლამენტში მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევასა და მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეყარა კენჭი.  101 დეპუტატი იყო მომხრე, ხოლო 10 წინააღმდეგი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ერთი - უზენაესმა სასამართლომ, ერთი მოსამართლე კი პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა. საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება  სექტემბერში  შეუწყდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^