Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი - უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება?

08 თებერვალი, 2017 17:20

„ჩვენ გადავწყვიტეთ, წელს, ოქტომბერში, როცა გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გავმართოთ რეფერენდუმი და საქართველოს მოსახლეობამ გასცეს პასუხი შეკითხვას, უნდა ისჯებოდეს თუ არა ამ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება?" - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზაურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, „გირჩი" შესაბამისი საკითხის რეგისტრირებისთვის განცხადებით ცესკოს მიმართავს.

მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობას 69% არ ემხრობა, ინექციური ნარკოტიკისთვის - 55%

„მას შემდეგ, რაც შეკითხვა დარეგისტრირდება ცესკოში, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევაგროვებთ 200 000 ხელმოწერას. საბოლოოდ, შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გავმართავთ რეფერენდუმს, და საქართველოს მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანი, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას, რომ ხარჯავდეს წელიწადში 15-დან 18 მლნ-მდე პოლიციაზე იმისთვის, რომ მათ სდიონ საქართველოს მოქალაქეებს და წელიწადში 50 000 ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა, შეულახონ ღირსება, წაიყვანონ და მოაშარდინონ. უნდათ თუ არა, რომ მათი შვილები ცხოვრობდნენ მუდმივი შიშს ქვეშ, რომ მათ პოლიცია ჩაუდებს რაიმე ნარკოტიკს და შემდეგ დააშანტაჟებს, გამოსძალავს თანხას" - თქვა ჯაფარიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^