Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენს მის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

09 თებერვალი, 2017 17:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ილია ჭანტურაია სამსახურიდან მისი გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობას, ასევე - სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჭანტურაია აცხადებდა, მას აპრილში (2016 წ.) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება გამოუცხადეს, ხოლო მოგვიანებით მის მიმართ მეორე დისციპლინური დევნა დაიწყო და ამის საფუძველზე 8 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა ჭანტურაიას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, სამოტივაციო ნაწილი კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ. როგორც „ლიბერალთან" საუბრისას სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, აღნიშნულ საქმეზე 6 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

საქალაქო სასამართლომ მაშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის განცხადებით, „ილია ჭ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმისწარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო, მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძვლები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას, უფლებამოსილების გადამეტებას ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან კონკრეტული უნარ-ჩვევების არ ქონა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას საჯარო მოხელის მიმართ, ვინაიდან ამ საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს.

საქართველოს სახალხო დამცველმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლამდე, ამ მონაცემების შემცველი ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა მიიჩნია დარღვევად, რაც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს უფლებამოსილებათა ინსტიტუციურ აღრევას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების ცვლილება არ წარმოადგენს საქმის წარმოების წესის დარღვევას, ვინაიდან მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველის აპარატში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედება, თუნდაც შეფასებულიყო როგორც გადაცდომა, ეს  არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას", - აცხადებდა სასამართლო.

ომბუდსმენს მის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^