Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერების მიმართვა პირდაპირ ეთერში

09 თებერვალი, 2017 20:16

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში ამ წუთებში სტუდენტებისა და მხარდამჭერების ნაწილია შესული. ისინი პირდაპირ ეთერში კითხულობენ მიმართვას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და დისკუსიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, სადაც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების პრობლემების გაჟღერება. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი, და ჩვენ მოვუწოდებთ მაუწყებლის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდაობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში.

დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენის ინტერესები. რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა, ამ მომენტშიც დაანონსებულია "საქართველოს რკინიგზის" რეოერგანიზაცია, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან "ბიბლუსში" დასაქმებული ახალგზარდები, სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად "ფრესკოში" დასაქმებულები. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში მშრომელთა  ექსპლუიატაციას ეწევიან. სახელისუფლებო სტრუქტურები ემორჩილებიან ბიზნესს და არა ხალხს.

სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის. 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან, მათი ოჯახები უსახლკარობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს.

ჩვენ ვართ უმრავლესობა. მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ჩვენ ბევრნი ვართ მაგრამ ჯერჯერობით, არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. 

ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი და უპირველეს ყოვლისა, მივმართვთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება. მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამეზობლოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი. 

ვის მხარეს ხართ თქვენ? მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების?"- ვკითხულობთ მიმართვის ტექსტში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^