Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვთა უფლებები კონფლიქტურ რეგიონებში: „მდგომარეობა ისეთივეა, როგორც დანარჩენ საქართველოში“

10 თებერვალი, 2017 13:53

საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში „ქალთა და ბავშვთა უფლებები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში“.ანგარიშში მიმოხილულია 2014-2016 წლები. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ზოგადი შეფასებით, ბავშვთა უფლებების მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა ისეთივეა, როგორც დანარჩენ საქართველოში. ზოგადი პრობლემები მოიცავს ბავშვთა სიღარიბეს, ბავშვთა მიმართ ძალადობას, სკოლამდელი განათლების და შშმ ბავშვთა სპეციალური მოვლის დაწესებულებების არასაკმარის რაოდენობას, ფინანსური სახსრების არ არსებობას და აშ.

„უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკეთესი მდგომარეობა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. მაგალითად, ამ რეგიონებში თითქმის არ არიან ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები. აფხაზეთში არ არის დიდი ზომის ბავშვთა ზრუნვის ინსტიტუციები და დაობლებულ ბავშვებზე ზრუნვას, როგორც წესი, ახლო ნათესავები კისრულობენ“.- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

ბავშვთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება

სამხრეთ ოსეთი:

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამდეიცინო ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის დაბალი დონე, მაღალი ფასები ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვთა ჯანმრთელობაზე. 

სამხრეთ ოსეთში რამდენიმე საავადმყოფო გარემონტდა, მაგრამ მათ ძრითადად პირველადი დახმარებისთვის აკითხავენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ვლადიკავკზსა და თბილისში მიდის სამკურნალოდ. „არაოფიციალური მონაცემებით, ქალთა 99% ვლადიკავკაზში მიდის სამშობიაროდ, უკეთესი პირობებისა და აღჭურვილობის გარდა, რუსეთის ფედერაცია ყოველ ახალშობილზე ფულად დახმარებასაც გასცემს“.

აფხაზეთი:

ანგარიშის მიხედვით აღნიშნულია, რომ  შედარებით უკეთესი მდგომარეობაა აფხაზეთში, რომ გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და „ვორლდ ვიჟენის“ დახმარებით აფხაზეთში რეგულარულად ხორციელდება ბავშვთა ვაქცინაცია და ტარდება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებები (ექიმების, ექთნების, ფსიქოლოგების, მასწავლებლების, პოლიციელების). გაეროს ბავშვთა ფონდმა რაიონულ საავადმყოფოებს, სამშობიაროებსა და სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა მცირე ზომის სამედიცინო დანადგარები და მასალები.

„საქათველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში  აფხაზურ მხარეს გადაეცა სასწრაფო დახმარების მანქანები, სხვადასხვა აღჭურვილობა და სამედიცინო დანიშნულების ნივთები, ტუბერკულოზისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები“.

ამასთან იმ პირებს, რომ რომლებსაც აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩართულნი არიან სამხელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, ხოლო ვისაც არ აქვთ,  რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში.

ანგარიშში აღნიშნულია,რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის მაღალი. აფხაზი ექიმების შეფასებით „ბავშვთა სტაციონარული დახმარება დაბალ პროფესიულ დონეზე იმყოფება“, გალის რაიონში კი საავადმყოფოებში საერთოდ არ ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება. ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება ასევე არ არის ზუგდიდში და მძიმე პაციენტები ძირითადად გადაჰყავთ ქუთაისსა და თბილისში. 

„2011 წლიდან, აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების მანქანას ენგურის ხიდზე აღარ ატარებენ. პაციენტებს გამშვებ პუნქტებზე უწევთ სასწრაფო დახმარების მანქანების შეცვლა. ხოლო ღამის საათებში, როდესაც გამშვები პუნქტები დაკეტილია (20:00 საათიდან 07:00 საათამდე), პაციენტთა გადაყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება გალის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან პირადი შეთანხმებით, ან სულაც მალულად, შემოვლითი გზებით“. - ნათქვამია ანგარიშში. 

პრობლემას ქმნის გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტების არ ქონა. აფხაზური პასპორტი ან ფორმა N9-ის არქონის შემთხვევაში მათ ესაჭიროებათ

გამყოფი ხაზის გადასაკვეთად გალის რაიონის მკვიდრთ აფხაზური პასპორტი ან ფორმა N9 ესაჭიროებათ, ხოლო აფხაზეთის დანარჩენ მკვიდრთ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვები, რომელთა მიღებაც საგანგებო სიტუაციებში შეუძლებელია.

„2016 წელს სახალხო დამცველს 3 შემთხვევის შესახებ აცნობეს, როდესაც შესაფერისი დოკუმენტების არ არსებობის გამო არასრულწლოვანი პაციენტები შემოვლითი გზებით კვეთენ გამყოფ ხაზს და ამისთვის 2-3 დღეს გამყოფი ხაზის სოფლებში ყოვნდებიან, რათა შესაფერისი დრო მოძებნონ გამყოფ ხაზზე გადასასვლელად (როდესაც რუსი მესაზღვრეები ადგილზე არ იმყოფებიან). გალის მკვიდრთა განცხადებით, ასეთი ასეულობით შემთხვევაა და ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულებით მთავრდება“.

ბავშვთა სიღარიბე:

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ უღარიბესი ბავშვები არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან, ცხოვრობენ არასათანადო პირობებში, ოჯახის წევრებს არ აქვთ მოწესრიგებული დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ იღებენ ა განათლებას და ვერ ერთვებიან ჯანდაცვის პროგრამებში.

2014 წელს, დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში გაცემული ე.წ. აფხაზური პასპორტების ანულირება მოახდინა, დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის მოსახლეობა, რომელიც განაცხადებს, რომ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას, მიიღებს ბინადრობის ნებართვას. ამ დრომდე, ბინადრობის მოწმობების გაცემა არ დაწყებულა, ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება სურს, უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წელს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილს კვლავ ფორმა N9 დაურიგდა გამყოფი ხაზის გადასაკვეთად.

დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევები:

ბავშვზე, რომლის თუნდაც ერთ მშობელსაც არ აქვს აფხაზური პასპორტი, არ გაიცემა დაბადების მოწმობა და შესაბამისად, არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. დოკუმენტების არქონის გამო კი ადგილობრივები ვერ ახერხებენ გამყოფ ხაზზე გადმოსვლას და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებას. 

ამიტომ მათ არ გააჩნიათ საჭირო საბუთები თავიანთი უფლებების რეალიზებისთვის, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების და ჯანმრთელობის უფლება და სხვა.

ბავშვთა უსაფრთხოების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის საკითხები:

ბავშვთა დაკავებების მთავარი მოტივი აფხაზეთში არის შესაბამისი დოკუმენტების არქონა (აფხაზური პასპორტი, ფორმა N9). აღსანიშნავია, რომ 14 წლამდე ბავშვებზე ფორმა N9 და პასპორტი არ გაიცემა და მათი მიწერა ხდება მშობლის აფხაზურ პასპორტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, როგორც წესი, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არიან და მათ თავიანთი სოფლების განაპირას, ბაღებში თუ საძოვრებზე აკავებენ რუსი მესაზღვრეები.

„სახალხო დამცველისათვის უფრო და უფრო მეტი შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი, როდესაც რუსულ სამხედრო ბაზებზე ბავშვების დაკავების დროს არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საკვებისა და სასმელი წყლის 26 შეზღუდვის და ა.შ. ფაქტებს აქვს ადგილი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონის მკვიდრთა დაკავებების დროს“.-ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.  

მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და ხარისხიანი განათლების პრობლემა:

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთში შემოიღეს რუსულ ენაზე სწავლება პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით და ყოველი მომდევნო პირველი კლასი, ასევე, რუსულ ენაზე დაიწყებს სწავლას. საბოლოოდ, 6 წელიწადში გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ბავშვების მშობლიურ ენას, საშუალო განათლების მიღება შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში სხვა ეთნიკურ ჯგუფებს აქვთ საშუალება მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, მაშინ, როდესაც, ეთნიკურად ქართველებს იგივე უფლება არ გააჩნიათ, ან წლიდან წლამდე უფრო და უფრო ეზღუდებათ, რაც ცალსახად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულ ენაზე გადასვლამ მკვეთრად გააუარესა განათლების ხარისხი. 

„განათლების ხარისხის არასათანადო დონეზე მიუთითებს სტატისტიკაც: 2015 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გალის რაიონიდან 190 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი, გამოცდებზე მაღალი შედეგის გამო, მოიპოვა მხოლოდ 11-მა სტუდენტმა - რაც დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 6%-ს შეადგენს.79 ეს მაჩვენებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 13%-ია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით - 16%.80“. 

აფხაზეთთან შედარებით, განათლების მხრივ უკეთესი მდგომარეობაა სამხრეთ ოსეთში. ახალგორის რაიონში წინა წლის მგავსად 11 სკოლიდან 6 ქართულია, 5 რუსული და მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემა არა აქვთ, რადგან 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათ შორის, ბავშვები როგორც ქართული, ისე აფხაზური და ოსური საზოგადოებების ყველაზე უფრო მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან. აფხაზეთში იყო ცენტრები UNICEF-ისა და World Vision-ის მიერ არის შექმნილი და დაფინანსებული. ცენტრები ბავშვებს სთავაზობს ფიზიოთერაპიას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ლოგოპედის მომსახურებას და ა.შ. მათ მიერ გადამზადდა ამ ცენტრების 25 წარმომადგენელი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 272 ბავშვსა და მათ მშობლებს გაეწიათ საბაზისო მომსახურებები

სამხრეთ ოსეთში, არანაირი სტატისტიკა არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების რაოდენობასა თუ საჭიროებებზე, აფხაზეთისგან განსხვავებით. ასევე სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კონფლიქურ რეჰიონებში  შშმ ბავშვებზე ძალადობის ფაქტები.

ასევე, სახლახო დამცველის ინფორმაციით,  ახალგორის რაიონში მდებარე ბავშვთა სახლში ერთი შშმ ბავშვია, რომელიც ხშირად არის როგორც მასწავლებლების, ისე აღსაზრდელების მხრიდან დაცინვის, დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^