Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF: წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია

13 თებერვალი, 2017 15:33

მედიის განვითარების ფონდში მიიჩნევენ, რომ კვირას,  რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის” ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც მერიის მიერ ქალაქში დამონტაჟებულ საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობას ეხებოდა, თბილისის მერის დავით ნარმანიას გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა. 

"სიუჟეტის დასასრულს გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ დასკვნის სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: 

„ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე." 

ვთვლით, რომ წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია. მსგავსი პარალელის გავლება ქალაქის მერის წარმომავლობასა და არსებულ პრობლემას შორის წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას „გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე, " - ნათქვამია MDF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^