Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ თალაკვაძე: დაცვის წევრების გარდა პატრიარქს იცავს ღმერთი და ლოცვა

13 თებერვალი, 2017 15:51

პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ  სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად, გამოავლინეს და აღკვეთეს დანაშაული რომელიც შესაძლოა მომხდარიყო.

"აქ მნიშვენელოვანია რომ სახელმწიფო ძალიან ყურადღებით და ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას ამ ყველაფრზე. რაც შეეხება გამოძიებას, დარწმუმებული ვარ რომ გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა შეკითხვას რომელიც ამ ეტაპზე აქვს საზოგადოებას და გაირკვევა კიდევ უფრო მეტი ამის შესახებ.

პროკურატურა ასახელებს მაღალი რანგის სასულიერო პირს და პარალელურად საუბრობს იმაზე რომ გაძლიერებულია პატრიარქის დაცვა. ლოგიკურად ეს ორი ფაქტი გვაძლევს თუ არა იმის თქმის საფუძველს რომ იერიში მიტანილი იყო პატრიაქზე? როდესაც გამოვლინდა ასეთი დანაშაული და აღიკვეთა, ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოების ზომები პატრიარქის დასაცავად იქნა გაძლიერებული და ძალიან კარგია რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძრვანელი ძალიან სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში და პირადად აკონტროლებს სიტუაციას.

პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად მიღებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენხანსაც იქნება საჭირო. ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა პატრიარქს იცავს ღმერთი და ლოცვა, " - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. 

პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^