Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი უნდა იყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები - ცვლილებების პაკეტი

13 თებერვალი, 2017 21:50

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისათვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებები შედის ოცამდე კანონში, მათ შორის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დაცვისა  და დახმარების შესახებ“ კანონში.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში  გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ეფექტურად აღკვეთა და პრევენცა, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოვება და სტამბულის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.

კანონპროექტით იცვლება კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არამარტო ოჯახის ფარგლებში არამედ ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადეობრივ თუ პირად ცხოივრებაში.

კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც. აქედან გამომდინარე ცვლილება შედის  როგორც კანონის სათაურში ისე მის ყველა იმ მუიხლში, რომელშიც მოხსენიებულია  ტერმინი „ოჯახური ძალადობა“  და ეს ტერმინი ყალიბდება როგორც „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

ასევე, იცვლება მსხვერპლის დეფინიცია და იგი მოიცავს არა მხოლდო ოჯახის წევრს არამედ ქალს ზოგადად. ეს ეხება სავარაუდო მსხვერპლის ცნებასაც.

კანონპროექტისთ ახლებურად ყალიბდება მოძალადის ცნება, რომლის თანახმადაც, მოძალადე შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი ისე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ქალზე ახორციელებს ნებისმიერი ტიპის ძალადობას.

კანონპროექტის მიხედვით,  ასევე იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი. სწრაფი და ეფექტური რეგაირების საჭიროებიდან გამომდინარე  უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.  ჩანაწერის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

ასევე,  „მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები“ იცვლება „მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე  მიმართული ღონისძიებებით“. „დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკით,  მოძალადეთა მიმართ ხდება  სწორედ დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციაზე მიმართული ღონისძიებების გატარება, ნაცვლად სარეაბილიტაციო ღონისძიებების შეთავაზებისა, რამდენადაც „რეაბილიტაცია“ თავისი შინაარსით მოიცავს ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია არა მოძალადის არამედ მსხვერპლის  მიმართ“.

ჩანაწერის მიხედვით,  მოძალადის სარეაბილიტაციო  ღონისძიებები გულისხმობს  მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ, გაჯანსაღებისკენ, განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოძალადის დამოკიდებულებების და ქცევის შეცვლაზე ორიენტორებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმა განისაზღვრება  საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფებებსა  და დაცვის გარანტიებს. ამ მუხლის დამატებაში გაჩნდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც მსხვერპლს აქვს უფლება  თავშესაფარში / კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს. მსხვერპლის თავშესაფაღშუ/ კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუში ადგილი იმავე თანამდებობაზე.

თუმცა, თავის მხრივ, კანონპროექტის მიხედვით მსხვერპლის მოთავსება  თავშესაფარში  ხდება 3 თვის ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა თუ მსხვერპლს  არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^