
მაღალი იერარქიის სასაულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკონოზი გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ წერილი საქართველოს პატრიარქს მართლაც მიწერა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„რუსთავი2-მა“ წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით, ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს თხოვნით მიმართა, პატიმართან შეხვედრისას დაესვა კითხვა მისთვის, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე სცადა. საუბარი იყო საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ.
„რუსთავი 2-მა“ მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნის.