საკონსტიტუციო სასამართლო „ტოიოტას“ მარკის 3 ახალ ავტომობილს ჩანაცვლების წესით ყიდულობს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული 3 ახალი ავტომანქანის შესაძენად სასამართლო ჯამში 300 268 ლარს იხდის - ფულადი სახით 221 768 ლარს, ხოლო დანარჩენი 78 500 ლარი ჩასანაცვლებელი ავტომობილებით იფარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს Toyota Land Cruiser-ის შეძენა 176 150 ლარი უჯდება, Toyota Camry-ის ღირებულება კი 62 059 ლარია, საკონსტიტუციო სასამართლო ორ camry - მოდელს ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ Hyundai IX 35 შეფასებულია 20 500 ლარად, Toyota Land Cruiser - 48 500, ხოლო Toyota Rav-4 9 500 ლარად.
ხელშეკრულება 2 დეკემბერს გაფორმდა და ავტომობილები 15 თებერვლამდე მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მანქანების ჩანაცვლებაზე ტენდერი გამარტივებული შესყიდვის წესით გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ უწყება პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას კონკრეტულ კომპანიასთან. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ ხელშეკრულება შპს „ტოიტა ცენტრი – თეგეტასთან“ გააფორმა.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩანაცვლების გზით 2 ავტომობილი - Toyota Rav4 prestige გასული წლის დეკემბერშიც შეიძინა. სატენდერო ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი მაშინ 139 700 ლარი იყო..
ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ტოიოტას მარკის 3 ახალ მანქანას ყიდულობს, თავდაპირველად სააგენტო on.ge-იმ გამოაქვეყნა.