Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიის" წევრის სტატუსს 2 წლით იჩერებს

15 თებერვალი, 2017 19:58

თამარ ხიდაშელმა „რესპუბლიკურ პარტიას" პარტიის წევრის სტატუსის 2 წლის ვადით შეჩერების შესახებ განცხადებით მიმართა. ამ დროის განმავლობაში ხიდაშელს ომბუდსმენის აპარატში არსებულ ევროკავშირის პროექტში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციის დაკავება სურს. 

„ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" - ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსშიც ხიდაშელი იღებს მონაწილეობას. როგორც მან „ლიბერალს" განუმარტა, გასაუბრებაზე დღეს იმყოფებოდა და არ იცის, აიყვანენ თუ არა, თუმცა, პრევენციულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიისთვის წევრის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით მიემართა. 

„ეს არის ევროკავშირის პროექტში გამოცხადებული თანამდებობა და შესაბამისად, აქ დასაქმებული პირი არ ჩაითვლება საჯარო მოხელედ. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნა, რომ არ შეიძლება საჯარო მოხელე იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ სახალხო დამცვლის აპარატია და ვიღაცას შეიძლებოდა დარჩენოდა განცდა მიკერძოების შესახებ, მე დავწერე განცხადება პარტიის წევრობის შეჩერების შესახებ. ასეთ რამეს „რესპუბლიკური პარტიის" წესდება ითვალისწინებს", - ამბობს ხიდაშელი. 

შეკითხვაზე, დაბრუნდება თუ არა პარტიაში 2 წლის შემდეგ, იგი პასუხობს რომ ჯერჯერობით ეს არ იცის. 

„2 წლის შემდეგ რა მოხდება, ჯერჯერობით არ ვიცი, ამაზე წინასწარ ვერ გიპასუხებთ", - ამბობს ხიდაშელი. 

სახალხო დამცველის პრესსამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, რომ შესაბამის კონკურსში მონაწილეობას თამარ ხიდაშელის გარდა კიდევ 3 პირი იღებს და შედეგები სავარაუდოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი. მათივე განმარტებით, პროექტი პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას კრძალავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^