როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ტერმინი „სააღდგომო არდადეგები“ აღარ იარსებებს და აღდგომის დღესასწაულზე სკოლები დაისვენებს ისე, როგორც სხვა სამსახურები. კერძოდ, წითელ პარასკევსა და ორშაბათს.
მიმდინარე წლის იანვარში განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 2017 წლისთვის საჯარო სკოლებში გაზაფხულის, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების, ასევე სასწავლო წლის დაწყების თარიღები განსაზღვრა.
არდადეგების განრიგი ასე გადანაწილდა:
- ზამთრის არდადეგები - 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე;
- საგაზაფხულო არდადეგები - 8 მარტიდან 15 მარტამდე;
- ზაფხულის არდადეგები - 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.