Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გვიმრაძე: გვაქვს გეგმა, რომ გარკვეული გადაცემები შენარჩუნდეს

17 თებერვალი, 2017 13:01

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა ჯგუფმა დღეს სამეურვეო საბჭოსთან მენეჯმენტის ახალ გეგმაზე ისაუბრა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ  გარდამავალ ეტაპზე გადაცემების გაფილტვრის გეგმა წარმოადგინა.

„აღმასრულებელი საბჭო დღესვე აყენებს ერთ-ერთი პარამეტრის, რეიტინგის ნაწილში, ამოცანას, რომ 3 წლის თავზე უნდა უზრუნველყოს ბაზრის 15%-იანი წილის ფლობა.

სამეურვეო საბჭომ ასევე ახსენა, რომ დღესვე უნდა შევიმუშაოთ გარკვეული სისტემა, თუ რა სისტემით შეფასდება კონკრეტული გადაცემები: ამ წუთის მონაცემებით, მხოლოდ ორ პარამეტრზე შეგვიძლია ლაპარაკი: რეიტინგი და ფასეულობა დანარხარჯთან მიმართებით. რადგან, ციფრები რაც გვაქვს რეიტინგის მდგენელში არ გვაძლევს შესაძლებლობას,  ხარისხისა და თვისობრივ ნაწილში შევიდეთ, იმდენად დაბალია მაყურებლების რაოდენობა. ხარისხის შეფასების კვლევა არ ჩატარებულა, ხანგრძლივი პროცესია და დანახარჯი სჭირდება

ჩვენი პირველი გეგმა, რაც ეხებოდა ყველა გადაცემის შეჩერებას... ვსაუბრობდით, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი სუბიექტური მიდგომა გადაცემებთან მიმართებაში. გამოვიყენეთ საბჭოს შემოთაზებული კრიტერიუმები და გთავაზობთ შეჯერებულ ვარიანტს, რომელიც ამათ ეფუძნება:

ჩვენ ცხადია, ვითვალისწინებთ, რომ პირველი შემოთავაზებული გეგმა იყო მყისიერი, ეფექტიანი ნაბიჯი მიზნის მისაღწევად თუმცა ის, რასაც ახლა გთავაზობთ, არ გულისხმობს უკანდახევას მიზნისგან, პირიქით: მივედით იქამდე, რომ გარკვეული გადაცემები შემოგთავაზოთ. ოღონდ ზუსტ ციფრებზე დაყრდნობით იყო შენარჩუნებული. საბოლოოდ, ნაკლები დანაზოგით, უფრო მოკლე ნაბიჯისკენ არის მიმართული ეს შემოთავაზება, მაგრამ იმავე მიზანს ემსახურება. 

სქემა გვაძლევს გადაცემების სამ ჯგუფად დაყოფის შესაძლებლობას. პირველი არის გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს, მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია, მეორე - გადაცემები, რომლებიც ინარჩუნებს საზმაუს სტატუსკვოს, ანუ მათ რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგის სფეროშია და მესამე - გადაცემები, რომლებიც მაყურებლის მიგრაციას იწვევს. ანუ დაიწყებენ ყურებას და გადართავენ სხვაგან," - ამბობს გვიმრაძე.

საზოგადეობრივი მაუწყებლის აღმასრულებელი გუნდის და სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^