Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

20 თებერვალი, 2017 12:13

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)  ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, საქმეში არსებული დოკუმენტების ანალიზისა და განათლების ექსპერტებთან გასაუბრებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ  გადაწყვეტილება,  სავარაუდოდ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, „ზოგადი განათლების შესახებ კანონთან“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონთან და სხვა შესაბამის ნორმატიულ აქტებთან.  

როგორც ინსტიტუტის სამართლებრივ შეფასებაშია ნათქვამი, „ვინაიდან სკოლის მიერ  თურქული სექტორის ფარგლებში სწავლება წარმოადგენდა არაფორმალურ განათლებას, არ გასცემდა სახელმწიფოსგან აღიარებულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სექტორი არ საჭიროებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებთან თანხვედრას, მითუმეტეს არც ავტორიზაციას.“

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (№ 89/ნ) ბრძანების მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ცენტრის უფლებამოსილება ამოიწურება ფორმალურ განათლებასთან მიმართებით და მას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაფორმალური განათლების მიწოდება/მიღების პროცესში.

აქედან გამომდინარე, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2015 წლის მითითება/გადაწყვეტილება  თურქული სექტორის გაუქმების თაობაზე მოკლებულია ლეგიტიმურ საფუძველს და წარმოადგენს უფლებამოსილების გადამეტებას, მოსწავლეების განათლების, პიროვნული განვითარებისა და შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.“,- ნათქვამია განცახდებაში.

2017 წლის 13 თებერვალს, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^