Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნინო გვენეტაძის ანგარიშს უსმენენ

20 თებერვალი, 2017 13:41

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე  რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს მოუსმინეს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ანგარიშს, რომელიც ნინო გვენეტაძემ წარადგინა. სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

საკომიტეტო მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს ოპოზიციამ შეკითხვები ტელეკომპანია „რუსთავი2-ისა“ და ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  ნიკა მელიამ გვენეტაძეს სთხოვა, გამოეხატა პოზიცია თავის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. როგორც მელიამ აღნიშნა, ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში პროკურატურას წარმოადგენს. რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

ნინო გვენეტაძის ანგარიშზე სახალხო დამცველსაც ჰქონდა შენიშვნები. მისი თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ შეასრულა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^