საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში მივიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამშობლოში დღეს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ილია მეორემ აეროპორტში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება.
„სამწუხაროა ის, რომ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ვფიქრობთ, შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას", - განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილია II-მ.
მან მადლობა გადაუხადა გერმანელ ხალხს, გერმანიის ხელისუფლებას, რომელთაც მისი თქმით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ოპერაცია მშვიდობით დამთავრებულიყო.
„თქვენი ლოცვებით მშვიდობით დავბრუნდი გერმანიიდან, ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ", - მიმართა მან აეროპორტში შეკრებილ მრევლს.