Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები ბრიუსელში გაემგზავრნენ

21 თებერვალი, 2017 13:11

წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები ბრიუსელში გაემგზავრნენ. 

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" ინფორმაციით, ვიზიტი 21-25 დეკემბერს გაგრძელდება. 

ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან ევროკავშირის ინსტიტუციებისა (EEAS, DG near, DG Regio, DG Agri) და ნატოს წარმომადგენლებს.

„აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ციკლი პროექტის “საქართველო-ევროკავშირის" ფარგლებში ხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ 7-11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ზემოხსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო ფინანსური მხარდამჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი" - ნათქვამია CDD-ის განცხადებაში. 

სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაცია, ბრიუსელში 7-11 ნოემბერს იმყოფებოდა.

ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოდან სასულიერო პირების დელეგაცია გაემგზავრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^