აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ცოლი, მეჰრიბან ალიევა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.
2013 წელს მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი გაიმართა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი საკითხი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებდა.