Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თარხან-მოურავი: ID ბარათებზე სასამართლო გადაწყვეტილებას 28 თებერვალს გამოაცხადებს

22 თებერვალი, 2017 14:54

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს. ისინი მოითხოვენ, ცვლილება შევიდეს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში და მოქალაქეებს მიეცეთ არჩევანის უფლება, აიღონ ე.წ. „ჩიპიანი“ პირადობის მოწმობა თუ ქაღალდის პირადობის მოწმობა. როგორც დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლო გადაწყვეტილებას 28 თებერვალს გამოაცხადებს.

„საქართველოს მოქმედი კანიონმდებლობა არ ავალებულებს მოქალაქეებს აიღონ ე.წ. „ჩიპიანი“ პირადობის მოწმობა, მაგრამ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, ფაქტობრივად, ავალდებულებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ აიღონ „ჩიპიანი“ პირადობის მოწმობა, ამიტომ ჩვენ საქალაქო სასამართლოში ვასაჩივრებთ ამას. ფაქტობრივად, წინააღმდეგობაა იუსტიციის მინისტრის ბრძანებასა და მოქმედ კანონს შორის. მოვითხოვთ, ცვლილება შევიდეს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში და მოქალაქეებს მიეცეთ არჩევანის უფლება, აიღონ პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით თუ აიღონ ჩვეულებრივი, ქაღალდის პირადობის მოწმობა“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^