
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება.
მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ კონკრეტულად დღეს ვინ დაიკითხება ამის შესახებ ვერაფერს იტყვიან, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საქმეზე იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, ვისაც გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.